აშშ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვას არ გამორიცხავს

აშშ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვას არ გამორიცხავს

აშშ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის გუშინდელი კომენტარიდან ირკვევა, რომელიც მან ტრადიციული პრესბრიფინგის დროს გააკეთა. მისივე თქმით, ვაშინგტონმა საქართველოსთან კავშირების გადახედვის შესახებ„რუსული კანონის“ მიღების საპასუხოდ დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქ საუბარია პოლიტიკის სერიოზულ გადახედვაზე და ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა.

“ეს ეხება დახმარების ოდენობას, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს. დაახლოებით 390 მილიონი აშშ დოლარი დაიგეგმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს გადახედვის პროცესშია. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე, რომლის შესახებაც ჩვენ ორი კვირის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა ვსწავლობთ, როდის და როგორ განვახორციელოთ. ასე რომ, ნახავთ და ჩვენგან მეტს მოისმენთ ამ საკითხზე“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, აშშ-მა სავიზო სანქციები გამოაცხადა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელთა და მათი ოჯახების წინააღმდეგ.

ამის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.

მსგავსი სიახლეები

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი…

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. სებ-ის მიერ…
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა

დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ამოქმედდა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“…
ეროვნული არქივის კინოთეატრში გელა კანდელაკის ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს

ეროვნული არქივის კინოთეატრში გელა კანდელაკის ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის იუბილესთან დაკავშირებით ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. 4-დღიანი პროგრამა მაყურებელს რეჟისორის, პროდუსერისა და მსახიობის შემოქმედებას…